ქვეყანა შემოვიარე
ვერ ვნახე შენი ბადალი
თუ გძულვარ თავსაც მოვიკლავ
ოღონდ მითხარი მართალი
ნეტავ ფრინველად მაქცია
შენსკენ გამოვყვე ნიავსო
გალობით მოგეფერები
არ გაგაღვიძებ მძინარსო
აქედანა და შენამდე
ვარდი მასხია ყელამდე
მე შენზე ვფიქრობ ყოველთვის
და მელანდები ყოველ დღე
ან მომეც ქალო იმედი
ან გამითხარე სამარე
ბავშვივით მოგეფერები
ოღონდ მაკმარე სიმწარე
ნეტავ ფრინველად მაქცია
შენსკენ გამოვყვე ნიავსო
გალობით მოგეფერები
არ გაგაღვიძებ მძინარსო